13:38 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-26 14:49:40, 391 ნახვა

საზოგადოება
კორეის რესპუბლიკაში გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კორეის რესპუბლიკაში გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების დასასრულს, გაეროს გენერალური მდივნის, კორეის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრის, სხვადასხვა ქვეყნების მინისტრებისა და მოადგილეების მონაწილეობით, პანელური დისკუსია გაიმართა.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა, პანელური დისკუსიის ფარგლებში, ისაუბრა საქართველოს საჯარო მმართველობის მიმართულებით გატარებული რეფორმებისა და ამ პროცესში გენდერული თანასწორობის შესახებ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოში საჯარო სექტორში ქალთა როლის ზრდის მნიშვნელობას, მათ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და საქართველოს მიღწევებს აღნიშნული მიმართულებით.

"ქალთა გაძლიერება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. გატარებული რეფორმების შედეგად, საჯარო სამსახურში მმართველ პოზიციებზე დასაქმებულთა შორის, 47% ქალია. ამასთან, იუსტიციის სამინისტროში დასაქმებულ თანამშრომელთა შორის მენეჯერულ პოზიციებს 59% ქალი იკავებს. სახელმწიფო განაგრძობს საჯარო სამსახურში ქალთა როლის გაძლიერებას, შესაბამისი სამთავრობო და საპარლამენტო საბჭოების მეშვეობით პროცესების მონიტორინგსა და გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობას", - აღნიშნა თამარ ტყეშელაშვილმა.

საჯარო სერვისების საერთაშორისო ფორუმი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფორუმის მიზანს საჯარო მმართველობასა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში არსებული მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი 2026 წელს საქართველოში გაიმართება, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო უმასპინძლებს.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics