2024-06-24 19:52:34, 353 ნახვა
მსოფლიო
სერგეი ლავროვი ბელარუსში ჩავიდა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბელარუსში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიას, TASS-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ლავროვი, ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ბელარუს კოლეგას, სერგეი ალეინიკსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.
"ლავროვის ბელარუსში ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 32 წლის იუბილეს ემთხვევა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,