|
2024-06-24 17:05:48, 390 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს
შუახევში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ნიგაზეულში გაეცნო. "განახლებული ინფრასტრუქტურით გათვალისწინებულია სოფლის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის, ფერდსამაგრი კედლების, გარე განათების, ფანჩატურის მოწყობა და ბეტონის საფარის დაგება. ამ ეტაპზე ფერდსამაგრი კედლის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს შპს "ბილდინგ რიფიერსი" ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 281 000 ლარს შეადგენს. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
პროექტი მიზნად ისახავს, სოფლის ცენტრებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ტურისტებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნას",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)