14:37 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-24 15:12:01, 343 ნახვა

საზოგადოება
ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა 17 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო - ინიციატივის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

"საქართველოს ბანკი" ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადის - ევერესტის მხარდამჭერია.

2024 წლის საგაზაფხულო სეზონზე ოლიმპიადაში მონაწილეობა II-VI კლასის 17 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.  

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები მათემატიკური ამოცანების ამოხსნაზე მუშაობდნენ. სამი ტურის შედეგად, საუკეთესო შედეგის მქონე 61 მოსწავლე გამოვლინდა. ფინალურ ეტაპზე კი სამი გამარჯვებული დასახელდა, რომელთაც "საქართველოს ბანკისგან" საჩუქრები (ლეპტოპები და მობილური ტელეფონი) გადაეცათ.

ევერესტის 2024 წლის საგაზაფხულო სეზონის გამარჯვებულები არიან: დამიანე მამრიკაშვილი, მე-2 კლასის მოსწავლე (თბილისის მე-60 სკოლა), ნინო სეხნიაშვილი მე-3 კლასის მოსწავლე (დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“), იოანე მამრიკიშვილი მე-4 კლასის მოსწავლე (თბილისის მე-60 სკოლა).

„საქართველოს ბანკში" გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. შესაბამისად, მიზნად დავისახეთ, ხარისხიანი განათლება რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გაგვეხადა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ევერესტის ოლიმპიადა II-VI კლასის მოსწავლეებისთვის შესაძლებლობაა, გამოცადონ საკუთარი თავი  და უნარები მათემატიკური ამოცანების ამოხსნაში, მიიღონ გამოცდილება, შეიძინონ ახალი მეგობრები და ადრეული ასაკიდანვე დაიწყონ საკუთარი პოტენციალის ათვისება. გვახარებს ევერესტის ოლიმპიადისადმი მუდმივად მზარდი ინტერესი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ინიციატივაში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ვულოცავთ მოსწავლეებს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics