|
2024-06-21 13:13:47, 431 ნახვა
საზოგადოება
როგორ აფასებს CityPay.io-ს თანადამფუძნებელი Startup Grind-ის ღონისძიებას
"საქართველოს ბანკი", სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს და ამ მიმართულებით ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind-ის კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე სპიკერების რანგში, ქართული სტარტაპის CityPay.io-ს დამფუძნებლები ბექა ქემერტელიძე და ერალპ ჰატიპოღლუ იყვნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა მათი პირადი გამოცდილების გაზიარებას. ერალპ ჰატიპოღლუმ ისაუბრა თუ რა გზა გაიარეს მათ ამ 3 წლის განმავლობაში, დაარსებიდან - ინვესტიციამდე. ისაუბრეს, თუ რა იყო თავდაპირველი იდეა, როგორ შეძლეს 10 მლნ. დოლარის დაფინანსების მოპოვება და როგორ გავიდნენ საერთაშორისო ბაზარზე, ასევე თუ რა გამოწვევები ჰქონდათ გზადაგზა და როგორ გაუმკლავდნენ მათ. „მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებდი Startup Grind-ის შეხვედრაში, სპიკერის რანგში და შევხვდი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის სფეროთი დაინტერესებულ არაერთ საინტერესო ადამიანს. მიმაჩნია, რომ მსგავსი პლატფორმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი და ბენეფიტურია დამწყები სტარტაპერებისთვის, რადგან ასეთი ღონისძიებებით, მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ ერთმანეთის გამოციდლებებზე, მათ წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის გაზრდას, განვითარებასა და ამ სექტორში ინოვაციების დანერგვას. დამწყებ სტარტაპერებს ვურჩევდი, რომ აირჩიეთ ის ბიზნეს იდეა, რომლითაც ყველაზე მეტად ხართ გატაცებული, შექმენით ძლიერი გუნდი და იყავით ადაპტირებადი, რადგან სტარტაპ გარემო მუდმივად ცვალებადია. ასევე, იზეიმეთ მცირე გამარჯვებები, რათა იყოთ მოტივირებული მთელი თქვენი სამეწარმეო „მარათონის“ განმავლობაში. გარდა ამისა, ვურჩევდი რომ იპოვონ, გაიცნონ და დაუახლოვნენ ადგილობრივ სტარტაპერებს, დაუკავშირდნენ უკვე გამოცდილ მეწარმეებს, მენტორებს, ინვესტორებს და ეცადონ მიიღონ მათი უკუკავშირი და მხარდაჭერა. ეს ყოველივე საჭიროა იმისთვის, რომ უფრო გამოცდილი ადამიანებისგან ვისწავლოთ და შეცდომები თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა ერალპ ჰატიპოღლუმ, CityPay.io-ს თანადამფუძნებელმა.
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
სამადაშვილი - რუსების მოკავშირე ავტოკრატია დაემხო სერბეთში. რუსეთმა და ივანიშვილის რეჟიმმა კიდევ ერთი მოკავშირე დაკარგა
transparency international - ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)