2024-06-20 17:46:14, 427 ნახვა
მსოფლიო
POLITICO - ნატოს შემდეგი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდეგი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება. ამის შესახებ POLITICO წერს.
გამოცემის ცნობით, ალიანსის 32-ვე წევრი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ამჟამინდელ ხელმძღვანელ იენს სტოლტენბერგს შეცვლის.
როგორც POLITICO წერს, უნგრეთისა და სლოვაკეთის დასტურის შემდეგ, რუმინეთმა რუტეს მხარდაჭერა დაადასტურა, ქვეყნის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კი, აღნიშნულ პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
რუტე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თანამდებობას მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს დაიკავებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,