|
2024-06-14 15:11:36, 899 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში წლიურ ანგარიშს წარადგენს. რიჟვაძემ მისასალმებელი სიტყვა რეგიონის მიღწევებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ "მაქსიმალური კეთდება, რათა ღირსებით და სუვერენიტეტის დაცვით დავუახლოვდეთ ევროპულ ოჯახს და პარალელურად ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა მიღწევისა თუ წარმატებისა". "სულ ახლახან ბათუმი დასახელდა ევროპის წამყვან საინვესტიციო ქალაქად, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება ჩვენს ქალაქში, კიდევ უფრო მეტი პროექტი განხორციელდება, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება და რაც ყველაზე მთავარია, კიდევ უფრო მეტი კეთილდღეობა შეიქმნება ჩვენი მცხოვრებლებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო და ერთადერთი აღიარება, რადგან განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბათუმმა ნამდვილად დაიმკვიდრა როგორც ევროპის ტურისტულ, ასევე ბიზნეს რუკაზე თავისი ღირსეული ადგილი. ევროპელი ვიზიტორები, ასევე ჩვენი პარტნიორები აღიარებენ, რომ ბიზნესის თავისუფლების ხარისხი, ის დემოკრატიული წეს-წყობილება, ძალიან ძვირფასი, მდიდარი, ევროპული მემკვიდრეობა, რომელიც ამ ქალაქს ახასიათებს, ნამდვილად გამოარჩევს მას. ბოლო რამდენიმე წელია, უკვე ბათუმი და აჭარა აღიარდა როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება ევროპაში და ასევე, შარშან ჩვენმა ულამაზესმა სტადიონმა ამერიკაში მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. როგორც ინვესტორები, ვიზიტორები ახასიათებენ ჩვენს ქალაქს, მიმზიდველს, როგორც ბიზნესის თავისუფლების კეთების კუთხით, ასევე ინვესტიციების დაცულობის კუთხით, ასევე მთავრობის გამჭვირვალობით. რა თქმა უნდა ეს არის ის ფუძემდებლური პრინციპები, რომლითაც შესაძლებელი გახდა ის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიული გარდატეხა რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე ხედავს ბოლო 12 წლის განმავლობაში და სწორედ რისი შედეგიც არის ის მიღწევები, რომელიც გვაქვს - იქნება ეს ეკონომიკური ზრდა, იქნება ეს ახალი სამუშაო ადგილები, იქნება ეს სიღარიბის განახევრება, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე. ასევე, რა თქმა უნდა, ის პერსპექტივა, რომელიც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენი სუვერენიტეტის დაცვით ევროპულ ოჯახთან. ეს არის ის არჩევანი, რომელსაც ჩვენი მთავრობა პატივს სცემს და ყველაფერს აკეთებს, რომ ღირსებით, ჩვენი სუვერენიტეტით შევძლოთ საგარეო პრიორიტეტების მიღწევა და ამის პარალელურად, ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საფუძველი ყველა იმ მიღწევის, რაც აქამდე ჩამოვთვალე",- თქვა რიჟვაძემ. მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, თითოეულ ქართველს იოანე ზოსიმეს ხელნაწერის დაბრუნება მიულოცა. "მინდა, მოგილოცოთ და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის უდიდეს მეცენატს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ეს არის ნამდვილად ღირსეული და ეროვნული საქმე, რომელიც კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს",- აღნიშნა რიჟვაძემ, როგორც ამას აჭარის მთავრობა იტყობინება.
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ კავეას ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
მარინ ლეპენი დემოკრატიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს და მაკრონის მთავრობას აკრიტიკებს
ფასების ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები: მილანში 50 ადამიანი დააკავეს, შეტაკებები ტურინსა და ბოლონიაშიც
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)