06:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 17:44:24, 433 ნახვა

პოლიტიკა
მედია - Red Wings-ი ბათუმის მიმართულებით რუსეთის კიდევ 3 ქალაქიდან იფრენს

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი ბათუმის მიმართულებით 3 ახალ რეისს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა" ავრცელებს.

მედიის ცნობით, სოჭი-ბათუმი-სოჭის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, ხოლო ფრენები 2024 წლის 22 ივნისიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება.

„ავიარეისები ყაზანი-ბათუმი-ყაზანი, 7 ივლისიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაობით შესრულდება“, - წერს მედია.

გარდა ამისა, როგორც მედია აღნიშნავს, Red Wings-ი ავიარეისებს იწყებს უფა-ბათუმი-უფას მიმართულებაზეც, რეისები 2024 წლის 4 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხუთშაბათობით შესრულდება.

„რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ, აშკარა გახდა, რომ საქართველოს კურორტები კვლავ პოპულარულია რუს ტურისტებში. ოპერატორი კომპანია TAV-Georgia-ს სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ბათუმის აეროპორტში მგზავრთა მოძრაობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34%-ით გაიზარდა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენს ახალ რეისებზე, რუსეთის 3 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით, მაღალი სეზონური მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა Red Wings-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ კომერციის საკითხებში, ალექსანდრე კრუტოვმა.

როგორც მედია აღნიშნავს, ახალი მარშრუტების ამოქმედებით, Red Wings-ის პირდაპირი ფრენები ბათუმის მიმართულებით, უკვე რუსეთის 7 ქალაქიდანაა ხელმისაწვდომი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics