14:12 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 16:09:07, 345 ნახვა

მსოფლიო
Reuters – 8 ქვეყანა EU-ს რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებს

8 წევრი ქვეყანა ევროკავშირს რუსი დიპლომატების გადაადგილების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, წერილს ხელი მოაწერეს ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთის და რუმინეთის საგარეო სქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ითხოვენ, რომ რუს დიპლომატებს ევროკავშირის ტერიტორიაზე და იმ ქვეყნებშიც, სადაც ისინი აკრედიტებული არიან, გადაადგილება შეეზღუდოთ.

„ერთ მასპინძელ სახელმწიფოში აკრედიტებული რუსული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგილება, ხელს უწყობს მავნე ქმედებებს“, - ნათქვამია წერილში.

მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ ევროკავშირში რუსი დიპლომატების დიდი ნაწილისთვის დაზვერვა, პროპაგანდა, ან თუნდაც დივერსიული აქტების მომზადება არის მთავარი დატვირთვა და მიუხედავად იმისა, რომ ელჩების გაძევებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევაშიც საფრთხე კვლავ რჩება.

„ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირმა მკაცრად უნდა დაიცვას ორმხრივი ურთიერთობის პრინციპი და შეზღუდოს რუსი დიპლომატებისა და მათი ოჯახის წევრების გადაადგილება აკრედიტებული სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს მნიშვნელოვნად შეავიწროებს სივრცეს რუსი აგენტებისთვის”, - აღნიშნულია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics