|
2024-06-11 10:18:33, 431 ნახვა
მსოფლიო
გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა
გაეროს უშიშროების საბჭომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებულ ისრაელსა და ღაზას შორის ცეცხლის შეწყვეტის გეგმას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, გეგმა მოიცავს შემდეგ პირობებს - ცეცხლის სრულ შეწყვეტას, „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისფულებას, დაღუპული მძევლების ცხედრების დაბრუნებასა და პალესტინელი ტყვეების გაცვლას. მათივე ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო რუსეთმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. „რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ისრაელმა მიიღო ცეცხლის შეწყვეტის წინადადება და მოუწოდებს „ჰამასსაც", დაეთანხმოს მას“, - წერს მედია. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნული სამფაზიანი გეგმა 31 მაისს წარადგინა. პირველი ეტაპი ეხება მძევლებისა და ტყვეების გაცვლას, ასევე ცეცხლის ხანმოკლე შეწყვეტას; მეორე ეტაპი მოიცავს „საომარი მოქმედებების მუდმივ შეწყვეტას“ და ისრაელის ჯარების სრულად გაყვანას ღაზას სექტორიდან; მესამე ეტაპი ფოკუსირებულია რეგიონის გრძელვადიან პერსპექტივაზე და მოიცავს ღაზას რეკონსტრუქციის მრავალწლიან გეგმას.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)