16:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-10 14:04:50, 373 ნახვა

მსოფლიო
Reuters - EU-ს არჩევნებში ორბანის პარტიამ ბოლო ათწლეულებში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტიამ, Fidesz ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, პირველადი შედეგების მიხედვით, ორბანის პარტიამ და მისმა მოკავშირე „ქრისტიან-დემოკრატებმა" ხმების 44.2%-ით ევროპარლამენეტში 11 ადგილი მოიპოვეს, ხოლო მანამდე 13 მანდატს ფლობდნენ.

მათივე ინფორმაციით, მეორე ადგილზე მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ტიზა“ გავიდა, რომელმაც ევროპარლამენტში 7 ადგილი ხმების 30%-ით მიიღო, რაც ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ მოპოვებულ ხმებზე მეტია.

„ეს შედეგი არის ორბანის ძალაუფლების ქარხნის ვატერლოო, დასასრულის დასაწყისი. რაც მოხდა პოლიტიკური მეწყერია“, - განაცხადა „ტიზას“ ლიდერმა, პიტერ მაგიარმა.

თავის მხრივ, ორბანმა მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ ეს შედეგები უნგრეთში დემოკრატიის სიძლიერეზე მიუთითებს.

„საომარ სიტუაციასა და რთულ ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოვიპოვეთ“, - უთხრა ორბანმა თავის მხარდამჭერებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics