|
2024-06-08 15:22:06, 365 ნახვა
მსოფლიო
დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა
დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს კოპენჰაგენში მამაკაცმა სცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, თავდამსხმელი ამ დროისთვის უკვე დაკავებულია. თავდასხმას სოციალურ ქსელ X-ზე დანიის გარემოს დაცვის მინისტრმა, მაგნუს ჰეინიკე გამოეხმაურა. „დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს დღეს კოპენჰაგენში, კულტორვეტზე მამაკაცი დაესხა თავს და სცემა. მეტე შოკირებულია თავდასხმით. მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ლამაზ, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში. ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და იმ ღირებულებებზე, რომლებზეც ჩვენი ქვეყანაა აგებული. პოლიციამ თავდასხმისთვის მამაკაცი დააკავა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ვიზრუნოთ ერთმანეთზე. მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებისა, საარჩევნო კამპანიისა და ა.შ. ეს მიუღებელია. ვაჩვენოთ, რომ დანია ბევრად უკეთესია“, - წერს მაგნუს ჰეინიკე.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)