15:41 - 23 Apr, 2026
|
2024-06-07 22:40:23, 469 ნახვა
მსოფლიო
მაკრონმა და ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პარიზში განაცხადა. მაკრონის თქმით, კიევისა და პარიზის დელეგაციებმა მოლაპარაკებები გამართეს უკრაინის აღდგენის თაობაზე და „გადაწყვიტეს, რომ შეიქმნება ახალი ინსტრუმენტები ამ პროცესის განსახორციელებლად“. „გაფორმდა ხელშეკრულება 200 მილიონი ევროს ოდენობის ფონდზე, რომელიც განკუთვნილია უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, რომ ამ ფონდიდან 60 მილიონი ევრო დაეთმობა ენერგეტიკულ სექტორს და მის პრიორიტეტებს“, – განაცხადა მაკრონმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)