08:49 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-06 13:36:48, 447 ნახვა

პოლიტიკა
დუგინი - საქართველოს სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია

საქართველოს სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია,- ამის შესახებ რუსი ულტრანაციონალისტი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი Telegram-ზე წერს.

დუგინის განცხადებით, "რუსეთში, ტრადიციული ფასეულობების მნიშვნელობისა და შენარჩუნების შესახებ, ქართველი ხალხის პოზიციას იზიარებენ".

"საქართველოს პარლამენტში შევიდა კანონპროექტი ლგბტ პროპაგანდის შესახებ, რომელიც რუსეთში ადრე ექსტრემისტულად იყო აღიარებული და აკრძალული. კანონპროექტების პაკეტი, სახელწოდებით "ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" ასევე კრძალავს სქესის შეცვლას.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, რომ მათი მიზანია, დაიცვან ოჯახური ღირებულებები და მომავალი თაობები "ფსევდოლიბერალური პროპაგანდის გამოუსწორებელი შედეგებისგან".

პარტია "ქართული ოცნება“ თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტს, მიუხედავად ატლანტიკოსების მცდელობისა, შეარყიოს ვითარება ქვეყანაში და მოახდინოს ხელისუფლებაზე ზეწოლა. საქართველოს, სომხეთისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, რომლებთანაც ის ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, ესმის, თუ რა მოჰყვება ჰეგემონის წესების უდავო მორჩილებას: სუბიექტურობის დაკარგვა და სრული პოლიტიკური დამოკიდებულება აშშ-სა და ევროპაზე.

შესაძლოა, თბილისსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო ტალღები გაძლიერდეს და დასავლეთისთვის ეს კიდევ ერთი მიზეზი გახდეს საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუციისთვის. ამიტომ, ქვეყანას სჭირდება ისეთი ძლიერი მოკავშირის მხარდაჭერა, როგორიც რუსეთია, რომელთანაც ურთიერთობა აქტიურად მიმდინარეობს და სადაც იზიარებენ ქართველი ხალხის პოზიციას ტრადიციული ფასეულობების მნიშვნელობისა და შენარჩუნების შესახებ",- წერს დუგინი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics