2024-06-05 19:12:40, 3131 ნახვა
ომი უკრაინაში
პისტორიუსი - გერმანია უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს
გერმანია უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებს, თუმცა გერმანიის არმია 2029 წლისთვის მზად უნდა იყოს ომისთვის, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
აუცილებელია სამხედრო სამსახურის ახალი ფორმა, რომელიც არ შეიძლება სრულიად თავისუფალი იყოს ვალდებულებისგან.
„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, როგორც შემაკავებელი, რათა თავიდან ავიცილოთ ყველაზე უარესი. საგანგებო სიტუაციებში გვჭირდება ძლიერი ახალგაზრდა ქალები და მამაკაცები, რომლებსაც შეუძლიათ დაიცვან ეს ქვეყანა“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,