18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 14:03:13, 257 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროექტის ახალ მენეჯერთან ENPARD IV-ის მიმდინარე საკითხები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები თენგიზ ნასარიძე და კახა კაკაბაძე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD IV-ის FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) კომპონენტის ახალ მენეჯერს გუიდო აგოსტინუჩის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილეებმა გუიდო აგოსტინუჩის ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცეს და ერთობლივი, წარმატებული თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

"შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო პროგრამის ფარგლებში სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სექტორის, ასევე, აკვაკულტურისა და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებს. 

როგორც გუიდო აგოსტინუჩიმ განაცხადა, თვალსაჩინოა სამინისტროს მზაობა პროექტის ეფექტიანი განხორციელებისთვის, რაც შედეგებზე აუცილებლად აისახება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რაც ENPARD IV-ის ეფექტიანი განხორციელების მტკიცე საფუძველს წარმოადგენს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელი პირები, ასევე, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ENPARD-IV გულისხმობს სოფლის განვითარების მხარდაჭერას შემდეგი აქტივობებით: სოფლად სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, მმართველობის სისტემების გაუმჯობესება, სოფლის განვითარებაში ქალთა როლის გაძლიერება, ტყის რესურსების მდგრადი მართვა და გარემოს დაცვა; პროგრამა ასევე ითვალისწინებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებას",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics