18:27 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-05 12:02:45, 263 ნახვა

საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ჩარგლის ქუჩაზე ავარიული კორპუსი ახლით ჩანაცვლდება

თბილისის მერიის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ ერთი ობიექტი ჩანაცვლდება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩაზე მძიმედ ავარიული ორსართულიანი კორპუსის დემონტაჟი განხორციელდება და მის ადგილზე 12-სართულიანი, თანამედროვე კორპუსი აშენდება.

სხდომაზე დედაქალაქის მერმა აღნიშნული ავარიული შენობისა და ალტერნატიული კორპუსის ვიზუალური მასალაც წარადგინა.

„კორპუსი იყო უმძიმეს მდგომარეობაში, საცხოვრებლად უვარგისი და უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. აქ 10 ოჯახი ცხოვრობდა, რომელთა გაყვანა მოხდება, ქირით  კი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. აშენდება ახალი, თანამედროვე პროექტი ქართული დიზაინით, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებსაც გადაეცემათ გარემონტებული ფართები. არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის შესაბამისი სამუშაოები უკვე შევისყიდეთ, ახლა კი გამარჯვებული კომპანია ამზადებს ექსპერტიზას და მშენებლობისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულ პაკეტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე შესაბამისი სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანიაც გამოვლინდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics