19:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 22:03:31, 384 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 6 ივნისიდან, სამი დღის განმავლობაში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის მწვანე საღამოები გაიმართება. ღონისძიებები 3 დღეს გასტანს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 6 ივნისს, 14:00 საათიდან, ცნობილი იტალიელი პოეტისა და მწერლის სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ საზოგადო მოღვაწეების სახელზე ქართული ხეხილის იშვიათი და მივიწყებული ნერგები დაირგვება. დარგვის შემდეგ გაიმართება ორი წიგნის - „არგონავტიკა, მედეას მითი და ისტორია“  და  ტონინო გუერას რომანის „თბილი წვიმა“ პრეზენტაცია.

გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი, იტალიის ელჩი საქართველოში, საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და იმ ადამიანების ოჯახის წევრები, რომელთა სახელობის მცენარეებიც გაშენდება.  

„მწვანე საღამოების“ ფარგლებში, 7 ივნისს, ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცეში სიმონე ძანკინისა და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმართება, ხოლო 8 ივნისს - დათო ევგენიძის კონცერტი.

„დავიწყებული ხეხილის ბაღი“ იტალიაში ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, მწერალმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ შექმნა. მცენარეთა დავიწყებული ჯიშები მიუთითებენ კულტურისა და ხელოვნების მარადიულობაზე, ასევე, წარმოაჩენენ თანამედროვე საზოგადოების წამყვან როლს ბიომრავალფეროვნების დაცვისა და მოვლა-პატრონობის საქმეში.

„დავიწყებული ხეხილის ხეივნის“ ანალოგი 2020 წელს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღშიც შეიქმნა და მალე ყველასთვის საყვარელ ადგილად იქცა. ამის შემდეგ, ღონისძიება ტრადიციულად, ყოველწლიურად ტარდება და საზოგადო მოღვაწეების სახელობის მცენარეები მათი შთამომავლობის ხელით ირგვება.

ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ დარგულია სოფიკო ჭიაურელის, სერგო ფარაჯანოვის, ნოდარ დუმბაძის, რეზო გაბრიაძის, გიორგი შენგელაიას, ზაზა ურუშაძის, ნატო ვაჩნაძისა და სხვა საზოგადო მოღვაწეების სახელობის ხეხილის ნერგები.

ღონისძიება ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საქართველოში იტალიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics