10:15 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 16:52:53, 443 ნახვა

პოლიტიკა
შოლცი - უკრაინის მიერ რუსეთში მდებარე სამიზნეებზე გერმანული შეიარაღების გამოყენება ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის

უკრაინის მიერ რუსეთში მდებარე სამიზნეებზე გერმანული შეიარაღების გამოყენება რუსეთთან ესკალაციის საფრთხეს არ ქმნის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცის თქმით, უკრაინის უფლებაა, გამოიყენოს დასავლური შეიარაღება, რითაც კიევი შეძლებს, რუსული თავდასხმებისგან დაიცვას თავისი მსხვილი ქალაქები.

ამასთან, შოლცმა დასძინა, რომ უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების რუსეთში გამოყენებაზე უფლების მინიჭების საკითხი, გერმანიის მოკავშირე მეგობრებთან დეტალურად იქნა განხილული.

„აშშ-ის პრეზიდენტმა როგორც თქვა, საუბარია მხოლოდ მსხვილი ქალაქების დაცვის შესაძლებლობაზე, მაგალითად ხარკოვზე“, - განაცხადა შოლცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics