|
2024-06-04 15:35:00, 381 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - ენმ არ ასაჯაროებს მათ ოფისთან მომხდარი ინციდენტის ამსახველ კადრებს - ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რამე საშინელება, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი
„ნაციონალური მოძრაობა“ არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს, რომელიც მათ ოფისთან მომხდარ ამბავს ეხება. მათი ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ორ შესაძლებლობას ტოვებს: ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რამე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი. შედეგი ერთია - ეს ადამიანები დამნაშავეებს ხელს აფარებენ! - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იონათამიშვილი ენმ-ის ოფისში მისულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ "დაინტერესდნენ აღნიშნული გარემოებით და თავად დაუსვან კითხვა ამ პარტიის წევრებს, რატომ უშლიან ხელს გამოძიებას, სრულ ვიდეომასალას რატომ არ ასაჯაროებენ და არ აწვდიან საგამოძიებო უწყებას". "ნაციონალური მოძრაობა" არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს, რომელიც მათ ოფისთან მომხდარ ამბავს ეხება. მათი ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ორ შესაძლებლობას ტოვებს: ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რამე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი. შედეგი ერთია - ეს ადამიანები დამნაშავეებს ხელს აფარებენ! ამას ყველაზე ნათლად ადასტურებს ის გარემოება, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული პოლიციას ხელს უშლიან და ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელსაც მათ ოფისზე განლაგებული ვიდეოკამერები აუცილებლად დააფიქსირებდა! მათ შორის, ყველაზე საინტერესოა უწყვეტი ჩანაწერი, რომელიც მათ გააჩნიათ და შეგნებულად მალავენ. განსაკუთრებით საყურადღებოა განვითარებული მოვლენების პირველი ეპიზოდის ამსახველი კადრები, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" მიერ ექსკლუზიურად გასაჯაროვდა და სადაც ცხადად ჩანს, როგორ ემუქრებიან "ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომლები ბიტითა და იარაღის სროლით ადამიანებს. როგორ გაგრძელდა ეს ამბავი, მხოლოდ "ნაცმოძრაობის" ვიდეოკამერებზეა ასახული! ფაქტია, რომ კონკრეტულად ამ ეპიზოდის ამსახველი კადრები ბევრ რამეს ახდიდა ფარდას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამას შეგნებულად მალავს! აქვე, მოვუწოდებთ მათ ოფისში სტუმრად მისულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული გარემოებით და თავად დაუსვან კითხვა ამ პარტიის წევრებს, რატომ უშლიან ხელს გამოძიებას?! სრულ ვიდეომასალას რატომ არ ასაჯაროებენ და არ აწვდიან საგამოძიებო უწყებას?!“ - წერს დეპუტატი.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)