|
2024-06-04 14:36:16, 394 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ანაკლიის პორტის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, პროცესში ჩინური კომპანიის ჩართულობა კი ქვეყნის ეკონომიკისთვის შვება იქნება
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას პასუხობს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის სურვილი ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს არ გამოუთქვამთ. „სამარცხვინოა მისი განცხადება. ზოგადად, მისი ქმედებებია სამარცხვინო ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში. მე თუ მკითხავთ, ეს ადამიანი საერთოდ გონზე არ არის, რა პროექტზეა საუბარი და რამდენად მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიის არსებობა. ეს ყველაფერი ხომ გამჭვირვალე იყო? თუ სურვილი ჰქონდათ ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს, მიეღოთ მონაწილეობა და მათ განეხორციელებინათ ეს პროექტი. ვინ უშლიდათ? ვინ შეზღუდა? გადაედგათ ეს ნაბიჯი და გაეკეთებინათ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მშენებლობის პროცესში ჩინური კომპანიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს შემდეგ ქვეყნის ეკონომიკას და მის განვითარებას წაადგება. „რაც შეეხება ჩინურ კომპანიას, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი არსებობა? ევროპულ ან ამერიკულ კომპანიასაც რომ გაემარჯვა, ჩინელების ჩართულობა მაინც მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან ჩინეთს 800 მილიარდამდე ღირებულების სავაჭრო ბრუნვა აქვს ევროპასთან. ტვირთების გარკვეული ნაწილი საქართველოს გავლით რომ წამოვიდეს და ჩვენი ქვეყნის პორტები გამოიყენონ, წარმოიდგინეთ, რამხელა შვება იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის, წინსვლისთვის და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩინური კომპანიის მონაწილეობა. ანაკლიის პორტი, რა თქმა უნდა, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)