|
2024-06-04 11:22:47, 368 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, მარჯანიშვილის თეატრში „ლა ვენეციანას“ პრემიერა გაიმართება
ბაზისბანკის და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს შორის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 4 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, რეჟისორ ადრიან ჯურჯეას სპექტაკლის „ლა ვენეციანას“ პრემიერა გაიმართება. "La Venexiana", მე-16 საუკუნის ანონიმური ვენეციელი ავტორის კომედიური პიესაა, რომელიც 1535-1550 წლებში დაიწერა და მოიაზრება, როგორც რენესანსის ხალხური თეატრის შედევრი. 1920-იან წლებში აღმოჩენილი ეს სპექტაკლი ცნობილია იმ პერიოდის ვენეციის კულტურული და სოციალური დინამიკის განსაკუთრებული ასახვით, აღწერს ქალაქის წეს-ჩვეულებებს, ენას და სხვადასხვა სოციალურ კლასებს შორის ურთიერთობას. სპექტაკლის რომანტიული და გარკვეულწილად სარისკო შეთქმულება მოიცავს სხვადასხვა სოციალური ფენის პერსონაჟების რთულ ურთიერთკავშირს. მის ცენტრში მოქცეულია ორი ვენეციელი ქალი - მდიდარი ქვრივი ანჯელა და ახალგაზრდა დიდგვაროვანი ვალერია, რომლებსაც ერთი და იგივე ახალგაზრდა, ჯულიო შეუყვარდებათ და მის მონადირებას ცდილობენ, რაც იწვევს იუმორისტულ და რთულ, ჩახლართულ სიტუაციებს, ისინი იკვლევენ სურვილების, ცდუნებისა და სიყვარულის თანმდევ გამოწვევებს. „ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია. ბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. მოხარულები ვართ, რომ მარჯანიშვილის თეატრთან კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა განვითარების მეტი შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს”, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)