|
2024-06-04 10:55:55, 394 ნახვა
მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირეს
"დიდი შვიდეულის" ქვეყნებმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარი დაუჭირეს. მათ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "დიდი შვიდეულის" ქვეყნები "ჰამასს“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ გეგმაზე დათანხმებისკენ მოუწოდებენ. "ჩვენ, "შვიდეულის ჯგუფის" (G7) ლიდერები სრულად ვუჭერთ მხარს და დავდგებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ გამოკვეთილი ყოვლისმომცველი შეთანხმების გვერდით, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, ყველა მძევლის გათავისუფლებას, ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელოვან და მდგრად ზრდას გამოიწვევს, ასევე ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებისა და ღაზას მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, კრიზისის სამუდამოდ დასრულებას. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას მშვიდობისკენ მიმავალი სანდო გზის მიმართ, რომელიც ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანს. ჩვენ მოვუწოდებთ "ჰამასს“, რომ დათანხმდეს ამ შეთავაზებას, რომლის განსახორციელებლადაც ისრაელი მზად არის. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქვეყნებს, რომლებსაც გავლენა აქვთ "ჰამასზე“, დაეხმარონ მათ ამის განხორციელებაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)