13:56 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 14:20:30, 378 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის ერთი დაჯგუფება, რომელსაც ერთი პატრონი ჰყავს

ეს არის ძალიან მაგარი რამე და დამამტკიცებელი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი ერთ გუნდს წარმოადგენენ, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შემუშავებულ ქარტიას. 

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული  „რადიკალები არიან". 

„ჩვენ მივესალმებით ამას. ვამბობდით, რომ ეს დაჯგუფება, რაც არის რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, წარმოადგენს ერთ დაჯგუფებას, რომელსაც ერთი პატრონი ჰყავს. ისინი საკუთარი თავით არ მოქმედებენ. რასაც ეუბნებიან, რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ. ესეც ძალიან მაგარი რამეა და დამამტკიცებელი იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ისინი ერთ გუნდს წარმოადგენენ. შეიძლება სხვადასხვა პარტიების სახით არიან წარმოდგენილი, მაგრამ ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან. მათ ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდათ. ვიღაც შეიძლება პოლიტიკაში არ ყოფილიყო, შესაძლოა ბიზნესში იყო, მაგრამ მას თავისი ფუნქცია ჰქონდა, როგორ უნდა ემოქმედა, როგორ უნდა გაეუბედურებინა ხალხი და ა.შ. ამიტომ, ჩვენ ამას მივესალმებით, მათი ერთად შეყრა არის ძალიან მაგარი რამე და ყველაფერი გამოჩნდება ოქტომბერში“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics