17:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 13:54:50, 381 ნახვა

მსოფლიო
მაიკ პენსი - ტრამპის გასამართლება პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით აღმაშფოთებელია

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გასამართლება პოლიტიკური ბრალდებებით, აღმაშფოთებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.

პენსის თქმით, ეს არის „პოლიტიკური დევნა“ და ტრამპს გასაჩივრების უფლება აქვს.

„არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ ჩვენი სასამართლო არ უნდა იქცეს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოსაყენებელ იარაღად.  ეს მილიონობით ამერიკელისთვის სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა. ეს ძირს უთხრის ნდობას ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, ასევე, ეს გადაწყვეტილება საშინელ მესიჯს უგზავნის მსოფლიოს ამერიკული მართლმსაჯულების სისტემაზე და კიდევ უფრო გვყოფს საზოგადოებას მაშინ, როდესაც ამერიკელი ხალხი ებრძვის ბაიდენის წარუმატებელ პოლიტიკას ქვეყნის შიგნით და გარეთ. ტრამპს აქვს სრული უფლება, გაასაჩივროს გადაწყვეტილება. მჯერა, რომ ის გაუქმდება სააპელაციო წესით და საზოგადოების ნდობა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ არდგება”, - აღნიშნავს პენსი.

შეგახსენებთ ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics