|
2024-06-01 12:29:12, 390 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მომავალ თაობას, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მომავალ თაობას, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ბავშვის ინტერესი და მისი უფლება, არასდროს მოექცეს რომელიმე სხვა ინტერესის ჩრდილში. „დღეს, 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ყველა ბავშვს, გულითადად, ვულოცავ ამ ძვირფას დღეს და ვუსურვებ საუკეთესო მომავალს, კეთილდღეობას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. ყველას მოვუწოდებ, რომ ბავშვის ინტერესი და მისი უფლება, არასდროს მოექცეს სხვა, რომელიმე ინტერესის ჩრდილში“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო, ბავშვებისთვის, სისხლის უანგარო დონაციის კამპანიას იწყებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა მსურველს. „1 ივნისი არის დღე, იმის შეხსენებისთვის, რომ ბავშვის ინტერესი, წლის ყოველ დღეს, უმთავრესია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენს მომავალ თაობას, ბავშვებს, არაფერი აკლდეთ კეთილდღეობისთვის. ამიტომ, ჩვენი სამინისტრო, დღევანდელ დღეს - 1 ივნისს, გამოდის ინიციატივით, რომ დავიწყოთ სისხლის უანგარო დონაცია, ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ, შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ყველას უფლება ჯანმრთელობაზე და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)