|
2016-02-14 15:16:59, 950 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელი SACT-ის მეთაურს შეხვდა
ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე მსჯელობას დაეთმო საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (ACT) ხელმძღვანელს შორის გამართული შეხვედრა. მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა და ფრანგმა გენერალმა დენის მერსიემ უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და ამ ეტაპზე მიღწეული შედეგები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოს მეკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის როლს არსებითი პაკეტის ეფექტიანად განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შექმნაზე. მხარეებმა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების ჩატარების საკითხებზეც იმსჯელეს. როგორც გენერალმა დენის მერსიემ აღნიშნა, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა პასუხისმგებელია, მიმდინარე წლის ნოემბერში, საქართველოში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ დაგეგმილი ნატო-საქართველოს საშტაბო სწავლება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობასთან. ACT ალიანსის სტრატეგიულ სარდლობას წარმოადგენს, რომელიც ალიანსის ძალებისა და მათი შესაძლებლობის ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)