2024-05-31 09:36:55, 565 ნახვა
ომი უკრაინაში
BBC - ხარკოვზე საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი და 23 დაშავდა [ვიდეო]
ხარკოვში, ნოვობავარსკის რაიონში, 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 23-მდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედია პოლიციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 2 გარდაცვლილი, ქალი და მამაკაცი საცხოვრებელ სახლში იპოვნეს, ხოლო მე-3 მსხვერპლი საწარმოს ტერიტორიაზე, რომელსაც ასევე საბრძოლო მასალა მოხვდა.
„ერთ-ერთი სადარბაზოს მე-4 და მე-5 სართულები მთლიანად დაინგრა. დაშავებულია 23 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბიჭი და გოგონა“, - წერს მედია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,