00:36 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-30 16:23:34, 371 ნახვა

საზოგადოება
მერია - N109 საბავშვო ბაღს ახალი შენობა ექნება

ისნის რაიონში მდებარე N109 საბავშვო ბაღს მომავალი წლიდან ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა ექნება.

მიმდინარე სამშენებლო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად გაეცნო.

პროექტი 20 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი, რაც 600-მდე აღსაზრდელის მომსახურებას ითვალისწინებს.

ბაღის შენობა ენერგოეფექტური მასალებით აშენდება და მოპირკეთდება. ბაღს ექნება სათამაშო მოედნები, ღია ტერასები აქტივობებისათვის, ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან დამზადებული ატრაქციონები. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და აღჭურვილი იქნება ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად.

„მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ისნის რაიონში, სადაც გასულ წლებში განხორციელდა ბაგა-ბაღის ავარიული შენობის დემონტაჟი. 2024 წელს კი დავიწყეთ ახალი შენობის მშენებლობა. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარია გამოყოფილი და მისი დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება. მომავალი წლიდან კი, 600-მდე პატარას თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში მივიღებთ“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახა აბულაძემ.

ასევე, სამშენებლო სამუშაოები რაიონის გამგებელმა, ნიკა ელისაშვილმა, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ და პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ გრიგოლიამაც დაათვალიერეს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics