|
2024-05-30 15:42:28, 380 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ჯაფარიძეზე - სამარცხვინო ქმედება განახორციელა - ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება იყოს
სამარცხვინო ქმედებაა, რომელიც ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად პარტია "ლელომ" განახორციელა, ვითომ, კონკრეტული "ენჯეო" გავიდა კონკრეტული პროექტიდან ონის მუნიციპალიტეტში და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას - ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება იყოს, არ ვიცი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. "ფეა თრიიზის" შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, რომ ის არის "ლელოსთან" დაკავშირებული ფონდი, რომელიც "კონკრეტული ბიზნესინტერესების დაცვასთანაც არის დაკავშირებული". "რაც შეეხება "გამჭვირვალობის კანონს" ზოგადად, ვიღაცები ამბობდნენ, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ გავიღვიძებდით რუსეთში, თუმცა ჩვენ გავიღვიძეთ საქართველოში და იმ საქართველოში, რომელიც ვითარდება და დღევანდელი პროექტიც არის ამის კიდევ ერთი დადასტურება. რაც შეეხება იმ სამარცხვინო ქმედებას, რომელიც კონკრეტულად ბადრი ჯაფარიძემ და მთლიანად პარტია "ლელომ" განახორციელა, რომ ვითომ, კონკრეტული "ენჯეო" გავიდა კონკრეტული პროექტიდან ონის მუნიციპალიტეტში და აღარ დაუჭერს მხარს ბავშვებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევას, ამაზე მეტი სიმდაბლე რა შეიძლება, იყოს, არ ვიცი. სინამდვილეში, ეს არ არის არავითარი დამოუკიდებელი "ენჯეო". ბორდის თავმჯდომარე ყველამ გაიგო, რომ არის ბადრი ჯაფარიძე, შესაბამისად, ეს არის "ლელოსთან" დაკავშირებული "ენჯეო", რომელიც კონკრეტული ბიზნესინტერესების დაცვასთანაც არის დაკავშირებული, რაც ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო საქციელი, ვითომ "ენჯეომ" შეუწყვიტა ბავშვებს სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა, სინამდვილეში, ეს იყო უბრალოდ ტყუილი და ეს იყო "ლელოს" სამარცხვინო სპეკულაცია. ეს ყველაფერი აჩვენებს, ამ პოლიტიკური პარტიების რადიკალური ოპოზიციური პარტიების სახეს",- თქვა კობახიძემ. შეგახსენებთ, გუშინ 29 მარტს, ფონდმა "ფეა თრიიზ" სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშული იყო, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ამოქმედება ფონდის მუშაობაზე უარყოფითად აისახა, რაც მათივე თქმით, გამოიხატა იმით, რომ "იძულებული არიან, 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით" შეწყვიტონ. დღეს, 30 მაისს, ფონდის განცხადებას გამოეხმაურა ონის მუნიციპალიტეტის მერია და და აღნიშნა, რომ "ფეა თრიიზის" განცხადება "აბსოლუტურად სპეკულაციურია და არასწორ ინფორმაციას შეიცავს". მერიის განმარტებით, "ის ფაქტი კი, რომ ფონდმა გამოგონილი საბაბით უარი თქვა ერთადერთი ვალდებულების შესრულებაზე, რომლის ინიციატორიც თავად იყო და რომელიც მხოლოდ პროფესიული მომსახურების გაწევას გულისხმობდა, სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება... აღნიშნული პროექტის შეფერხების საფრთხე არ არსებობს და ის სრულად ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსდება". საკითხზე კომენტარი გააკეთა "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ ფონდს წლების წინ ხელმძღვანელობდა, პოლიტიკაში წასვლის შემდეგ კი, მათთან საქმიანობა შეწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)