|
2024-05-30 15:22:07, 486 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი ანაკლიაზე - ჩინურ-სინგაპურული კომპანიის შემოყვანა ტყუილია - ივანიშვილი ყველაფერს რუსეთს გააკონტროლებინებს
ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა ტყუილია - ყველაფერს ანაკლიის პორტის გარშემო - კომერციულ მიმართულებას, სამხედრო დანიშნულებას, თვითონ ამ საზღვაო აკვატორიას - ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი გააკონტროლებინებს რუსეთს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით "ფულის აწევას" "ქართული ოცნება" საპენსიო ფონდიდან ცდილობს. "ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. პირველი და უმთავრესი არის ის, რომ ჩინური კომპანია არ არის ინვესტორი კომპანია. მას არ შემოაქვს თანხები, ინვესტიცია ამ პორტის ასაშენებლად. ის არის მხოლოდ სამშენებლო კომპანია, რომელსაც თუ დაუკვეთავ და ფულს გადაუხდი, ააშენებს კონკრეტულ ობიექტს, რა დაკვეთაც ექნება. აქედან გამომდინარე, ამ ფულის აწევას ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება“ ცდილობს სწორედ იმ საპენსიო ფონდიდან, რომელიც მოგროვდა საპენსიო ფონდში, გადაუხდიან ჩინელებს, ააშენებენ ჩინელები, ჩამოიყვანენ თავის ინჟინრებს, საკუთარ მუშებს, ეს იქნება საწყის ეტაპზე, შემდეგ ფული აღარ იქნება იმიტომ, რომ ეს თანხა არ არის იმის 10-15 პროცენტიც კი, რაც ანაკლიის პორტის აშენებას სინამდვილეში სჭირდება. ამიტომ დღეს, როცა ამბობენ 51 პროცენტი გვაქვსო, სინამდვილეში დასჭირდებათ ამ 51-დან 15-20-30 პროცენტის გაყინვა სხვა დამატებითი ფულის და ინვესტიციის ასაწევად. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ რუსული კანონის გამო მოექცა იზოლაციაში, დასავლეთიდან არავინ შემოვა, ისევ დასჭირდება ან რუსული ან ჩინური ან სხვა ამ მიმართულების ინვესტიციები და ფულის მოზიდვა და მთლიანობაში, რეალურად ანაკლიის პორტი გადის რუსული კონტროლის ქვეშ. აი, ამ სქემის მიხედვით, უკვე ყველაფერი არის წინასწარ ნათელი. ეს ჩინურ-სინგაპურული კომპანიის და ვითომ ინვესტორის შემოყვანა არის ყველაფერი ტყუილი, სინამდვილეში, სქემა აქვთ ისე აწყობილი, ისიც ტყუილია, რომ საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება 51 პროცენტი. შეიძლება, დღეს იყოს ხვალ, მაგრამ რამდენიმე წლისთავზე 51 პროცენტიც აღარ ექნება ქვეყანას და ყველაფერს ანაკლიის პორტის გარშემო კომერციულ მიმართულებას, სამხედრო დანიშნულებას, თვითონ ამ საზღვაო აკვატორიას ყველაფერს გააკონტროლებინებს რუსეთს ბიძინა ივანიშვილი",- ამბობს ცისკარიშვილი. ცნობისთვის, გუშინ, 29 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებული უახლოეს დღეებში გამოვლინდება.
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს
კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია
კალაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია არა ოქტომბერში არამედ ნოემბერში უნდა დასრულებულიყო
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)