|
2024-05-30 15:27:23, 371 ნახვა
პოლიტიკა
კამერონი - ვეტოს დაძლევითა და კანონის მიღებით ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევას და ამ კანონის მიღებას ეხმაურება. როგორც კამერონი სოციალურ ქსელში წერს, ვეტოს დაძლევითა და კანონის მიღებით ხელისუფლებამ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია. "საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით და "უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის" კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. დიდი ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას", - აღნიშნა კამერონმა. შეგახსენებთ, 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)