|
2024-05-30 13:42:38, 478 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ანაკლიაზე - თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის ის პროექტი, რომელიც ხაზარაძემ წამოიწყო
ჩვეულებრივი სპეკულაციები, აბსურდი და სისულელე შეიძლება ვუწოდოთ ამ განცხადებებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებულ შეფასებებს ეხებოდა. მისივე თქმით, პორტის პროექტის განხორციელება საქართველოს მნიშვნელოვანი ინტერესია. „საქართველო მოქმედებს, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე და ეს არაერთი კონკრეტული ფაქტით შეგვიძლია დავადასტუროთ. რაც შეეხება გამარჯვებულ კომპანიას, ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში და ზოგადად, ჩინეთის როლი არის მნიშვნელოვანი, იმის გათვალისწინებითაც, რომ 800 მილიარდამდე ვაჭრობა აქვს მას ევროკავშირთან. საქართველოს გავლით, ტვირთების სულ მცირე 2-3%-ის გატარება რომ მოხდეს, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული პორტის პროექტიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი როლი რეგიონში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა ანაკლიის პორტის ძველ პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის ის პროექტი, რომელიც ხაზარაძემ წამოიწყო. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი იყო გასული და არანაირი წინსვლა, არანაირი დაფინანსება. მოთხოვნა იყო, რომ სახელმწიფოს დაეფინანსებინა. თუ სახელმწიფო დააფინანსებდა, ხაზარაძე რა საჭირო იყო?!“ - განაცხადა კალაძემ.
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს
კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია
კალაძის მოადგილე ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია არა ოქტომბერში არამედ ნოემბერში უნდა დასრულებულიყო
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)