|
2024-05-29 15:31:37, 356 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ფაშიზმია მშობლებზე და შვილებზე ბულინგის მცდელობა, მაგრამ ვერც ამით შეარყევთ სიმართლეს, რაც ყველაფერზე მეტად აშინებს აგენტურას
ფაშიზმია მშობლებზე და შვილებზე ბულინგის მცდელობა, მაგრამ ვერც ამით შეარყევთ სიმართლეს, ღირსებას და სიამაყეს, რაც ყველაფერზე მეტად აშინებს აგენტურას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მდინარაძის განცხადებით, „გუშინდელი დღისთვის შურისძიება და გადაწყვიტეს" და მისი ოჯახის წევრებს "რუსულ კანონთან დაკავშირებით" კითხვები დაუსვეს. „როგორ აგონიაში არიან. ფაშიზმის მორიგი გამოხატულება: როგორც ჩანს, გუშინდელი დღისთვის შურისძიება გადაწყვიტეს და ღვანკითში მიადგა “ტვ1” ჩემს მოხუც მშობლებს. (ღმერთს მადლობა, რომ ჩემი შშმ სტატუსის, თუმცა ჯან-ღონით სავსე ძმა სახლში არ იყო…) ეკითხებიან, სოფლის სახლი რითი ააშენეთ და “რუსულ” კანონს თუ ეთანხმებითო. დედაჩემი იმდენად ცუდად გახდა, ექიმები მიდიან მის დასახმარებლად. ჩვეულებრივი მკვლელები არიან. პირდაპირი განზრახვით ჩასული მკვლელები! სახლის ხარჯებს რაც შეეხება, ჯერ მე მკითხეთ აქ, ან დეკლარაციას ჩახედეთ, თეთრების სიზუსტით მიწერია, კრედიტი რამდენი მაქვს აღებული, რა გავყიდეთ, როგორ მოვახმარე შესაბამისი თანხა მშენებლობას, დეტალური განმარტებებიც კი მაქვს გაკეთებული დეკლარაციაში! და საერთოდ, კარგად დაიმახსოვრეთ ყველამ, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ერთ თეთრს ვერასდროს მიპოვნით დაუსაბუთებელ შემოსავალს!! იმიტომ, რომ სწორედ მაგ მშობლებმა გამზარდეს ზუსტად ისე, როგორც მათ თავად იცხოვრეს მთელი ცხოვრება - პატიოსნად!!! თქვენ ვერ წარმოგგიდგენიათ თქვენი პატრონებიდან გამომდინარე, მაგრამ მოგიწევთ დაიჯეროთ, რომ უმრავლესობის ლიდერსაც კი სჭირდება კრედიტების აღება, მშობლებს სოფლის სახლის აშენებაში რომ მიეხმაროს! ფაშიზმია მშობლებზე და შვილებზე ბულინგის მცდელობა, მაგრამ ვერც ამით შეარყევთ სიმართლეს, ღირსებას და სიამაყეს, რაც ყველაფერზე მეტად აშინებს აგენტურას!“ - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)