|
2024-05-29 12:48:28, 438 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - რეფერენდუმის თემა სპეკულაციურია და აჩვენებს, რომ აბსოლუტურად აცდენილი არიან არა მხოლოდ ხალხის ნებას, არამედ რეალობას
რეფერენდუმის თემა სპეკულაციურია, არასერიოზულია, კიდევ ერთხელ აჩევენებს, რომ აბსოლუტურად აცდენილი არიან არა მხოლოდ ხალხის ნებას, არამედ რეალობას და ყოველ ჯერზე მიიღებენ იმ სურათს, რაც მიიღეს გუშინ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ქართველი ხალხის ნებას აცდენილია. „ის ხელოვნური გეგმები, რასაც ჩაისახავენ ხოლმე და მათი უცხოური მფარველები, რომლებმაც როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ გაიცნეს ქართველი ხალხი, ჩასჩურჩულებენ ხოლმე ყურში, შემდეგ აღმოჩნდება, რომ არის აბსოლუტურად აცდენილი ქართველი ხალხის ნებას, რეალობას და ბოლოს ვიღებთ ამ პუფებს, რომლებიც ჯერ არ შემოდიოდნენ პარლამენტში, მერე შემოვიდნენ. დაქადნებები რამდენი გვინახავს, ვერ მიიღებთ ამ კანონსო და ა.შ. ისინი არ დადიან ხალხში, არ არიან ქუჩებში, არ ელაპარაკებიან ადამიანებს, მათი ტკივილი და სიხარული არ აინტერესებთ. ისინი რთავენ ტელევიზორს, უყურებენ განცხადებებს სხვა ქვეყნებიდან, ამ განცხადებებს ზოგი პირდაპირ იგებს უცხო ენაზე, ზოგი ათარგმნინებს და ამის მიხედვით შემდეგ ხდიან თავის დღის წესრიგის ნაწილად“,- თქვა პაპუაშვილმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)