|
2024-05-29 12:42:02, 350 ნახვა
საზოგადოება
კალაძის განცხადებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს ტრადიციულად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე არაერთი აქტივობა განხორციელდება, მთავარი ღონისძიება დაგეგმილია დედაენის ბაღში, რომლის ფარგლებშიც პატარებისთვის განსაკუთრებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი. „ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება „რანინას“ კონცერტი. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება ბავშვებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა გასართობი აქტივობა, მათ შორის: თოჯინების თეატრის და თითების თეატრის წარმოდგენები, სპექტაკლი „ჟოზე“, მოეწყობა სპორტულ-გასართობი ზონები, ფოტოზონა, ახალგაზრდა მეწარმეთა და საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, სკეიტ შოუ, ილუსტრაციების ზონა, ზღაპრის კუთხე და სხვა. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები იზრუნებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერმა ყველა მშობელს მოუწოდა, ბავშვები სადღესასწაულო-გასართობ ღონისძიებებზე წაიყვანოს. მისივე თქმით, ღონისძიება - 17:00 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზე დაიწყება.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)