22:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 12:40:45, 264 ნახვა

საზოგადოება
გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეული ბენეფიციარის მკურნალობის დასაფინანსებლად, დედაქალაქის მერიიდან ყოველწლიურად 25 000 ლარი გამოიყოფა

დედაქალაქის მერია წელიწადში, დაახლოებით, 25 000 ლარს გამოყოფს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თთოეული ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მერია სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ორი სახის მედიკამენტს, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას აფინანსებს.

„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამა 2020 წელს მედიკამენტების დაფინანსებით დაიწყო. მოგვიანებით, პროგრამას მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა და დღემდე, მასში 250 მოქალაქე იყო ჩართული. მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფს ორი სახის მედიკამენტის, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სრულად, 100%-ით დაფინანსებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, დაფინანსება 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო.

„ერთი ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტში წელიწადში, დაახლოებით, 25 ათასი ლარია გათვალისწინებული. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, თავიდან პროგრამაში 15-დან 60 წლამდე ასაკის მოქალაქეები ჩავრთეთ, მოგვიანებით კი, მიდგომა შეიცვალა და დაფინანსება 60 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი მედიკამენტების გამოყენებით, დაავადების აქტივობის დათრგუნვაა შესაძლებელი და ამ დიაგნოზის მქონე მოქალაქეებს ყოველდღიურ საზოგადოებრივ  საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics