22:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-29 12:01:45, 321 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკი USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩაერთო

ბაზისბანკმა USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის სკოლის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებული პროექტი „ფერადი სარგებელი“, დააფინანსა.

პროექტის მიზანია, სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლება და განვითარება. პროექტის ფარგლებში მონაწილე პირებმა განივითარეს მეწარმეობისთვის აუცილებელი თვისებები, კერძოდ ბისერებით ნაკეთობების დამზადებისა და მარკეტინგული უნარები.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს მასტერკლასები ჩაუტარა მოწვეულმა სპეციალისტებმა, სადაც პრაქტიკულ მაგალითებზე შეისწავლეს ბისერებით გაწყობილი ჩანთების, სათვალის ბუდეების, ბლოკნოტების და სხვა ნივთების დამზადების ტექნიკები. ასევე, დამზადებული პროდუქციის როგორც ონლაინ, ასვე პირდაპირი გაყიდვის გზები.

ორსანტიის საჯარო სკოლის ეზოში, მოსწავლეებისთვის ასევე მოეწყობა მწვანე რეკრეაციული სივრცე, სადაც მოსწავლეები შეძლებენ თავისუფალი დროის ნაყოფიერად გატარებას.

„ბაზისბანკისთვის საგანმანათლებლო და გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. აქტიურად ვართ ჩართული USAID-ის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში და ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა ახალი თაობის ცნობიერების ამაღლებისა და სამოქალაქო განათლების გაღრმავებაში“, - აღნიშნავს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თამარ ხადური.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics