16:24 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 22:04:16, 544 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - მკაცრად ვგმობ საქართველოს პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საერთაშორისო კრიტიკისა და კანონის ევროკავშირთან შეუთავსებლობის მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის ამ ფორმით მიღება გადაწყვიტა. 

“ამ ნაბიჯის გადადგმით, საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვეს ამ კანონის გაწვევის შანსი და შინაარსიან დიალოგში ჩართვაზე თქვეს უარი, უგულებელყვეს ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის ავტორიტეტული იურიდიული მოსაზრებები ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს ასახავს.

შესაბამისად, ღრმად შეშფოთებული ვარ ამ კანონის უარყოფითი გავლენით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიული შეკავებებისა და გაწონასწორების პოლიტიკაზე, რამაც პოტენციურად შეიძლება ძირი გამოუთხაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის გარემოს", - წერს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი.

მისი თქმით, ევროპის საბჭო რჩება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების სრულ მხარდამჭერად.

"არანაკლებ შემაშფოთებელია აშკარა დაუსჯელობა დაშინებისთვის, ძალის არაპროპორციული გამოყენებისთვის და სტიგმატიზებაში ნარატივებისთვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოძიებული და უფლებების დარღვევებში ჩართული პირებმა პასუხი უნდა აგონ, რათა დაიგმოს მსგავსი პრაქტიკები, რომელთა ადგილიც დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის. ევროპის საბჭო რჩება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების სრულ მხარდამჭერად", - წერს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics