16:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 20:37:56, 426 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა - პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი

საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად, მიიღო სამართლებრივად და ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული კანონი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „საკმაოდ დიდი ხნის, კვირების განმავლობაში კონკრეტული სუბიექტები თავს იკავებდნენ ყალბი კამპანიის წარმოებისგან, თუმცა რაღაც მომენტში მაინც გადაწყვიტეს ასეთ სიცრუეზე აგებული კამპანიის წარმოება".

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, არცერთი არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ. როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს ერთადერთი რამე არის წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენა, შეუძლებელია, ჰქონდეს არგუმენტი ასეთი კანონის წინააღმდეგ. ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი, ერთადერთი მეტ-ნაკლებად მშვიდი წელი გვქონდა ჩვენ 2016 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში, ეს იყო 2017 წელი - შედარებით დამშვიდებული იყო ქვეყანა, 2016, შემდეგ 18-19-20-21-22-23 გამუდმებით გვქონდა ჩვენ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის მცდელობა, დესტაბილიზაციის მცდელობა, რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, რომ ვიზრუნოთ არა მარტო კონკრეტული ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, დარგების განვითარებაზე, არამედ პირველ რიგში ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა. სტაბილურობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და ამ ამოცანის შესრულებაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე. რასაც სათანადოდ ვერ ვახერხებდით ობიექტური მიზეზების გამო მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა ახლა ვართ მყარად საკმარისად მყარად იმისთვის, რომ სუვერენიტეტის ბოლომდე განმტკიცება შევძლოთ და ეს კანონიც სწორედ ამას ემსახურება",- განაცხადა კობახიძემ. 

მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონი" საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და საქართველოს დამშვიდებას ემსახურება.

„გაუმჭვირვალობა იყო მთავარი ინსტრუმენტი, იარაღი არაკეთილმოსურნეების ხელში, რათა ეცადათ ქვეყანაში არეულობის შემოტანა, დღეს გამჭვირვალობა უკვე დააზღვევს მყარად საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ზომას და იქნება ეფექტური ინსტრუმენტი, რათა ქვეყანა საბოლოოდ დამშვიდდეს. ჩვენ თანდათანობით ვზრუნავდით იმისთვის, რომ გაგვემყარებინა სუვერენიტეტი და ამ კანონის მიღება არის რეალურად კულმინაცია ამ პროცესის, რასაც ჰქვია ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესი. მე მესმის კონკრეტული ძალების აღშფოთება ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, სხვა პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე, ეს არის ის, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი ამ ქვეყანაში და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა",- თქვა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics