16:24 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 20:25:20, 436 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო, წინააღმდეგობის მიუხედავად, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა

ალბათ, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო, ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას! - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

მდინარაძე მადლობას უხდის კოლეგებს და ქართველ ხალხს "ერთიანობისა და გონიერებისთვის". 

“ალბათ, წლების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო, ამ მასშტაბის წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლებდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას! 

მადლობა ამისთვის ჩემს თითოეულ კოლეგას და რაც მთავარია ქართველ ხალხს. რომ არა მათი უპრეცედენტო ერთობა და გონიერება, ეს ვერ მოხდებოდა! 

ყველა მეგობარმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ქვეყანაა მზადაა მხოლოდ ღირსეული და ჭეშმარიტი მეგობრობისთვის. ასევე უნდა გაითავისოს ყველამ, რამდენად ამაყ ქვეყანასთან და ხალხთან აქვს საქმე, რომლის მოტყუება ან აგენტურით მართვა არავინ აღარასდროს უნდა სცადოს!" - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს, 28 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საკანონმდებლო ორგანოში ორი კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა.

თავდაპირველად კენჭი უყარეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შენიშვნებს მხარდამჭერი არ ჰყოლია, წინააღმდეგ კი, 66 დეპუტატი წავიდა. აღნიშნულის შემდეგ, კენჭი კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას უყარეს, რასაც მხარი 84-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics