|
2024-05-28 19:55:53, 474 ნახვა
პოლიტიკა
თამარ კორძაია - სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, რომ მოვიდეს და ერთიანობის სათავეში ჩადგეს,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კორძაიას თქმით, არჩევნებამდე თითოეული დღე "მოღალატე და ყველაფრის მკადრებელი ხელისუფლების დასამარცხებლად მძიმე ბრძოლის" იქნება. "არჩევნებამდე დარჩა 151 დღე და წამზომი ჩართულია. თითოეული დღე იქნება მძიმე ბრძოლის, მოღალატე და ყველაფრის მკადრებელი ხელისუფლების დასამარცხებლად, თითოეული ჩვენგანი ვხდებით ჩვენი სამშობლოს და ჩვენი არჩევანის დაცვის ჯარისკაცები. 151 დღე ძალიან ცოტაა იმ მაღალ მიზანთან შედარებით, რისთვისაც ვიბრძვით. ამიტომ, აქ და ახლა ყველამ ვთქვათ ჩვენი სიტყვა და დავანახოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი სიტყვის ფასი. დავდოთ პირობა, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს არჩევანს 2024 წლის ოქტომბერში, დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას, რუსეთის დავალებების შემსრულებელ ხელისუფლებას... ჩვენ ვუერთდებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ "ქართული ქარტიის" სულისკვეთებას, რადგან ჩვენი მიზანია საქართველოს გადარჩენა და საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან ერთად, მოვიდეს და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში",- თქვა კორძაიამ. ცნობისთვის, დღეს, 28 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საკანონმდებლო ორგანოში ორი კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. თავდაპირველად კენჭი უყარეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შენიშვნებს მხარდამჭერი არ ჰყოლია, წინააღმდეგ კი, 66 დეპუტატი წავიდა. აღნიშნულის შემდეგ, კენჭი კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას უყარეს, რასაც მხარი 84-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა.
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)