|
2024-05-28 19:19:32, 458 ნახვა
პოლიტიკა
ჯაფარიძე - „ოცნებამ“ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მისი მმართველობის დასრულებისკენ
დღეს "ოცნებამ" კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მისი მმართველობის დასრულებისკენ,- ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. ჯაფარიძის განცხადებით, "ეროვნული ინტერესების საარაკო ღალატის მიუხედავად "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებენ, შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ". "დღეს "ოცნებამ" კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა მისი მმართველობის დასრულებისკენ და ისტორიაში მისი როგორც პოლიტიკური ძალის ქართველ "ბოლშევიკებთან" ერთად ადგილის მყარად დამკვიდრებისკენ, ეროვნული ინტერესების საარაკო ღალატის მიუხედავად "ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებენ შეაჩერონ, ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ, მშვიდობისკენ და კეთილდღეობისკენ და სულ რაღაც 5 თვის შემდეგ საქართველო კვლავ დაუბრუნდება დიდი ევროპული ოჯახისაკენ მიმავალ გზას!" - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. ცნობისთვის, დღეს, 28 მაისს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საკანონმდებლო ორგანოში ორი კენჭისყრა ცოტა ხნის წინ გაიმართა. თავდაპირველად კენჭი უყარეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებს. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, შენიშვნებს მხარდამჭერი არ ჰყოლია, წინააღმდეგ კი, 66 დეპუტატი წავიდა. აღნიშნულის შემდეგ, კენჭი კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას უყარეს, რასაც მხარი 84-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგ წავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)