|
2024-05-28 16:55:01, 350 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა
თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ კომენტარს ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა. „ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ ასეულობით ადამიანი იდგა, მშვიდობიანად გამოხატავდა თავის მოსაზრებას. ეს მათი უფლებაა, არავინ ზღუდავს ამაში. არ გვინახავს და არ არსებობს, რომ პოლიციის მხრიდან ყოფილიყო რაიმე ქმედება, თუმცა იყვნენ ისეთი მოქალაქეებიც, ვინც ისვროდა ბოთლებს, ქვებს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, ამას, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ყოველთვის მოყვება რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი პოლიციის კორდონში "თვითონ შევარდნენ". „ლევან ხაბეიშვილი, ალეკო ელისაშვილი - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პოლიციის კორდონში შევარდნენ. მეტიც, გვახსოვს ალეკო ელისაშვილის განცხადებები, როგორ მოუწოდებდა მოქალაქეებს, შევარდნილიყვნენ და იქ დესტრუქცია გამოეწვიათ. არ არის სწორი ამგვარი ქმედებები. თავისუფლად აზრის გამოხატვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს და ვიმეორებ, ამას არავინ ზღუდავს“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, დღეს, 28 მაისს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა: "ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს... სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში".
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)