18:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 15:57:01, 364 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე ენმ-ს - თქვენი ფრონტის ხელმძღვანელია ზუსტად ის ადამიანი, ვისაც რუსეთის აგენტს ეძახდით

2012 წელს თქვენ მართლა მთელმა საზოგადოებამ გადაგირჩიათ და გამოგიტანათ განაჩენი იმიტომ, რომ თქვენ არა თუ ევროპული გზით, არამედ პირდაპირ ანტიევროპული მიმართულებით მიდიოდით, დაასამარეთ ადამიანის უფლებები, დაატერორეთ მედია, რეკეტის ქვეშ გყავდათ ბიზნესი, თავისუფალი სიტყვა და მშვიდობიანი მანიფესტაციები საერთოდ აღარ იყო ამ ქვეყანაში. ეს იყო თქვენი წარმოდგენით ევროპა და თქვენ, ახლა ბედავთ და ევროპის დაცვაზე  ჩვენ გველაპარაკებით, ხალხი რომელმაც საერთოდ ევროპულ ჩანაწერს არ დაუჭირეთ მხარი კონსტიტუციაში,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "რუსეთის აგენტს უწოდებდა, დღეს კი ხელმძღვანელად ირჩევს".

"ავისმომასწავებელი ხმით ლაპარაკობდით როდესაც პრეზიდენტის არჩევნები იყო. ამბობდით, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტი არისო. დღეს თქვენი ფრონტის ხელმძღვანელია ზუსტად  ის ადამიანი, ვისაც რუსეთის აგენტს ეძახდით, არ გრცხვენიათ, არც ბოდიში არ მოგიხდიათ...

თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული და გახარებული აკეთებდით კომენტარებს ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების მცირედ გაუფასურებასთან დაკავშირებით; თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვისაც გიხაროდათ ვალუტის კურსის ცვლილება წინა დღეებში; თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც ტაშს უკრავდით საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების ვებგვერდზე ჰაკერულ თავდასხმას. წარმოიდგინეთ სადამდე მიხვედით, რომ რა გიხაროდათ და რას უკრავდით  ტაშს და თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სიყვარული, როდესაც ყველაფერი, რაც ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, ყველაფერი გახარებთ. გადამწყვეტი დღე იყო, როდესაც  ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვეთ, როდესაც მოსახლეობა მიატოვეთ აგვისტოს ომში ევაკუაციის გარეშე; გადამწყვეტი დღე იყო სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეაზე ხმა რომ მიეცით საქართველოს დადანაშაულების რეზოლუციას ომის დაწყების თაობაზე - აი, ეს იყო გადამწყვეტი დღეები და ხალხმა ნახა, თქვენ რის გამკეთებლები ხართ",- მიმართა თალაკვაძემ ენმ-ის წარმომადგენლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics