|
2024-05-28 15:03:37, 445 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დაიწყო. მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე წარადგენს. გუშინ, 27 მაისს მოტივირებულ შენიშვნებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც პარლამენტმა მას პირველი, მეორე და მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. 18 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)