18:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 13:30:55, 358 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა უმრავლესობას - ბოლო შესაძლებლობაა, თავი გადაირჩინოთ სანქციებისგან დ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს დარტყმა აარიდოთ

მინდა, უმრავლესობას უკანასკნელად მივმართო დღეს - დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა თითოეული თქვენგანისთვის, რომ ერთი მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და მეორე მხრივ, ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდოთ უდიდესი დარტყმა,- ამის შესახებ ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს საერთაშორისო პარტნიორები ან საერთოდ აღარ ხვდებიან, ან ხვდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ იმ მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილონ, რომელიც ელოდება ყველას, ვინც საქართველოს დემოკრატიას უთხრის ძირს".

"დღეს პრეზიდენტი ზურაბიშვილის ვეტოს გათვალისწინება არის კანონის გაწვევის უკანასკნელი შანსი. მინდა, უმრავლესობას უკანასკნელად მივმართო დღეს - დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა თითოეული თქვენგანისთვის, რომ ერთი მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და მეორე მხრივ, ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს აარიდოთ უდიდესი დარტყმა. თითოეულ თქვენზეა დღეს დამოკიდებული, როგორ შევა დღევანდელი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. როგორც დღე, როდესაც კოლექტიური მონობით ივანიშვილის დეპუტაციამ გაყიდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, თუ დღე, როდესაც თუნდაც რამდენიმე ადამიანის პერსონალურმა და პოლიტიკურმა გამბედაობამ ქვეყანა გადაჩეხას გადაარჩინა",- განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics