18:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 12:57:00, 348 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - გამიხარდება თუ ვეტოს არ დაძლევთ და არჩევნებზე მისცემთ ხალხს შესაძლებლობას, გადაწყვიტოს საქართველოს ბედი

გამიხარდებოდა, რომ თქვენ არ დაგეძლიათ ვეტო და ეს კანონი არ ამოქმედდეს, მაგრამ ისე დაიჟინეთ ეს კონკრეტული დავალება, რომელიც გაქვთ კრემლიდან, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე მიდიხართ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონით "მმართველმა პარტიამ მუჭი მოუღერა სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს".

"დაგავიწყდათ, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია? დაგავიწყდათ, რომ ჩვენ მთავარ მტერს, პუტინს ერთი სული აქვს საქართველო გადააქციოს რუსეთის გუბერნიად და თქვენ მას ხელს უწყობთ ამ კანონით. ამით უარს ამბობთ ევროკავშირზე, კარებში ეჩხირებით ქართველ ხალხსა და ევროკავშირს შორის, რომლითაც მილიონობით დოლარის ზარალს მიაყენებთ საქართველოს მოქალაქეებს. ამიტომ, ძალიან გამიხარდება, თუ ვეტოს არ დაძლევთ და ქართველ ხალხს არჩევნებზე მისცემთ შესაძლებლობას, გადაწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოს ბედი",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics