|
2024-05-28 10:18:42, 457 ნახვა
პოლიტიკა
როთი - საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით - დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე
საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს. როთის განცხადებით, საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. "ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვუსმინოთ ჩვენს ხალხს. ქართველი ხალხის მესიჯი კრისტალურად ნათელია: შეაჩერეთ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი! საქართველოს პარლამენტის ძვირფასო კოლეგებო, ისარგებლეთ დღევანდელი შანსით! დააბრუნეთ თქვენი დიდებული ქვეყანა სწორ გზაზე. საქართველოს მომავალი ევროკავშირი!" - წერს როთი X-ზე. შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)