18:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-27 17:25:05, 499 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - შეიკრიბა ყველა „ომის პარტია“ და აქვთ საერთო „ომის ქარტია“

შეიკრიბა ყველა "ომის პარტია" და აქვთ საერთო "ომის ქარტია",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პოლიტიკური პარტიები "ისევ იმ ერთიან ფანჩატურში შეიკრიბნენ, რომელშიც ისინი არაერთხელ იყვნენ".

"საერთო ჯამში, ვნახეთ ის, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ ოპოზიციაში არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს. სინამდვილეში, ეს არის ერთი ძალა და სალომე ზურაბიშვილი არის ამ რადიკალური ძალის - "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი და გუშინ ზუსტად ეს ვნახეთ ამ ე.წ. ქარტიის სახით, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ "ომის ქარტია იმიტომ, რომ აქ შეიკრიბა ყველა "ომის პარტია" და აქვთ საერთო "ომის ქარტია".

დაანონსეს, რომ იქნება რეპრესიები არჩევნების შემდეგ... საბოლოო ჯამში, ამ ერთობის მიზანი ეს არის, რომ ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ არიან თითქოს ცალ-ცალკე ძალები, შეიკრიბნენ ისევ იმ ერთიან ფაჩანტურში, რომელშიც ისინი არაერთხელ იყვნენ...

ამით ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ, ცხადად, ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა იმით, რომ ის მისი პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, მიზნებს, მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს",- თქვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, გუშინ, 26 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს "ქართული ქარტია" შესთავაზა. რას გულისხმობს "ქართული ქარტია", შეგიძლიათ იხილოთ აქ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics